
სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა, მათ მშვიდობა აღიზიანებთ, ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ, რომ ისინი არიან ომის პარტია - მერი კალაძის სიტყვები დღეს თავმჯდომარე კობახიძემაც გაიმეორა და ყველას, ვინც კალაძის საახალწლო სლოგანი გააკრიტიკა "ომის პარტიის" წარმომადგენლები უწოდა.
კობახიძემ ამ თემაზე "იხუმრა" და "ეკლესიასთან ბრძოლაზეც" ილაპარაკა:
"გთავაზობთ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი. ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ანუ ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებთ და აქაც, მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ" ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, მერი კალაძის გადაწყვეტილებით, წელს თბილისის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" იქნება.
იხილეთ ასევე: