
ირაკლი კობახიძის თქმით, ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველად 5 წლის მუშაობის მანძილზე "ოცნებას" ვერაფერი დააკლო, თუმცა ქვეყანას პრობლემები შეუქმნა:
"ჩვენთვის პოლიტიკური პრობლემები ამ ადამიანს არ შეუქმნია, მაგრამ ქვეყანას შეუქმნა. მუდმივი პოლიტიკური მიკერძოებით, იმით, რომ მხოლოდ ნაციონალ პატიმრებს სტუმრობდა ამ 5 წლის განმავლობაში და სხვა არავინ აინტერესებდა, პოლიტიკური მიკერძოება, არაპროფესიონალიზმი, ეს არის ის, რაც ქვეყანას არ წაადგა, თორემ ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვაკლო" ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას ვადა დეკემბერში ეწურება. პარლამენტი ამჟამად სახალხო დამცველობის 8 კანდიდატზე მსჯელობს.