
მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც - აცხადებს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მესამე პრეზიდენტის საქმის მოსამართლეზე საუბრისას.
როგორც გაირკვა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობას გიორგი არევაძე განიხილავს:
"მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს მისი დაპირება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. გვახსოვს, ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება, ასევე ბიძინა ივანიშვილის." ამბობს ხოშტარია ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმე მანამდეც განიხილა, მან წარსულში მესამე პრეზიდენტს ე.წ. შეწყალების საქმეზე 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, არევაძემ განიხილა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეც.