მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს - მან მესამე პრეზიდენტს ერთ-ერთ საქმეზე უკვე მიუსაჯა პატიმრობა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმე მანამდეც განიხილა, მან წარსულში მესამე პრეზიდენტს ე.წ. შეწყალების საქმეზე 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. 

გარდა ამისა, არევაძემ განიხილა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეც. 

"საქმე დაეწერა მოსამართლე გიორგი არევაძეს, იცნობთ ამ მოსამართლეს, რაც შეეხება ვადებს, დაახლოებით, ავიღოთ ასე 3-4 დღიდან 15 დღის ვადაში ხდება მასალების გამოთხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან. დაველოდოთ, დღეს მე მექნება განცხადებები კანცელარიაში, რამდენიმე მასალას ვითხოვთ და ა.შ. 

კოდექსში წერია, ეგ საქმე უნდა განიხილოს იმ პირმა, იმ განაჩენის გამომტანმა სასამართლომ, რომელმაც იმსჯელა, შესაბამისად, როგორც ჩანს ამ პრინციპით მოხვდა გიორგი არევაძესთან", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილთან შესვლას აპირებენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, რათა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარონ.

ცნობისთვის, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით პირველ დეკემბერს მიმართა. იმევე დღეს ცენტრმა "ემპათიამ" გაავრცელა სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის წამყვანი 10 დიაგნოზი საქართველოს ციხეთა სისტემაში მის ყოფნას შეუძლებელს ხდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი