
"საფარის" განცხადებით, მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი, საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა.
საქმეში დაზარალებულად სულ 4 მოსწავლე იყო ცნობილი. მათგან ორის ინტერესებს "საფარის" იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა. ისინი 12 და 12 წლისები არიან.
"საფარი" ამბობს, რომ მათ დაზარალებულის სტატუსი საქმეში ორგანიზაციის ჩართვის შემდეგ, 2022 წლის მარტში მიიღეს.
"სასამართლომ მასწავლებელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის, მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.
მოზარდი გოგონების მშობლების ინფორმაციით, პოლიციისთვის მიმართვამდე მათ საქმის კურსში ჩააყენეს სკოლის დირექცია, თუმცა ფაქტს დირექტორისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა. საქმეში არსებობს წერილიც, რომელიც მოსწავლეებმა დირექტორს მისწერეს მასწავლებლის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით", - წერის "საფარი".
ორგანიზაციის ცნობით, ამ ეტაპზე სასამართლო სკოლის დირექტორის ბრალდებაზე მსჯელობს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. პროკურატურამ მას ბრალი დანაშაულის დაფარვის მუხლით წარუდგინა.