დევნა პოლიტიკური ნიშნით | შეტევა ოპოზიციის ოჯახის წევრებზე და ჯაფარიძის პასუხი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" რეპრესიული მანქანის ახალი მსხვერპლი. მმართველი კლანის მითითებით საგარეო უწყებიდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლე გაათავისუფლეს. ნატა ქორიძე, რომელიც სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და სამინისტროში 17-წლიანი მუშაობის სტაჟი ჰქონდა, სამსახურიდან რეოგრანიზაციის მოტივით დაითხოვეს.

ამ არგუმენტის აბსურდულობა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფაქტობრივად ღიად დაადასტურა. გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლიდერის მეუღლე ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე არ უნდა მუშაობდეს და ეს განცხადება კიდევ უფრო ამყარებს შეფასებას, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური ადამიანებს ნიშნით დევნის.

შეგახსენებთ, 2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლე, ნატა ქორიძე 17-წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. როგორც მან Facebook-ზე დაწერა, მიზეზად რეორგანიზაცია და მისი თანამდებობის გაუქმება დაუსახელეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი