ამბროლაურში 61 წლის კაცი მეზობელმა მოკლა - ინციდენტს თვითმხილველი ჰყავს | ახალი დეტალები 

გამოქვეყნდა:

მკვლელობა ამბროლაურში - სოფელ მეორე ტოლაში  35 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით ტყეში 61 წლის მეზობელი მოკლა.სავარაუდო დამნაშავეს შსს-ს თანამშრომლები მეორე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. 

არსებული ინფორმაციით,სავრაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადგილობროვები ყვებიან, რომ სავარაუდო დამნაშავემ მეზობელს 4 საათზე შეშის მოსაჭრელად ტყეში გაყოლა სთხოვა. მათ დაპირისპირება მოუვიდათ. დაპირისპირების დროს კი 35 წლამდე ახალგაზრდა კაცმა 61 წლის მეზობელს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. 61 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოკლულის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

"არაფრფრის გულისთვის დაღუპეს, არც არაფერი ლაპარაკი, არც არაფერი ჰქონდათ არასდროს, მაგენი ერთმანეთთან ისე იყვნენ, მაგრამ განერვიულებული ყოფილა, წამალზე ყოფილა და მოკლა უცოდველი და გაჭირვებული კაცი, ბრალდებულს ეძებენ და ვერ ნახეს, დაიმალა",- ყვებიან ადგილობრივები. 

ირკვევა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც თავს გაქცევით უშველა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის ახლა პოლიციის განყოფილებაშია და გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. 

"ამას [მოკლულს]მიარტყა 3-4-ჯერ დანა, მე გამოვიქეცი და გამოვუძახე მილიციასო",- ამბობს თვითმხილველის დედა. 

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მომხდართნ დაკავშირებით გამოძიბა 108-მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი