
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ბირთვულმა საფრთხემ ქვეყანა აიძულა, NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი გაეკეთებინა. ამის შესახებ პეკა ჰაავისტომ გამოცემა Kyodo News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"რუსეთის ბირთვული რიტორიკა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც აიძულა ჩვენი ქვეყანა, გაეკეთებინა განაცხადი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე," - თქვა ჰაავისტომ.
მისივე თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც აიძულა ეფიქრა ფინეთს, თუ როგორ ეპასუხა რუსული ბირთვული სააფრთხეებისთვის.
ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის მთავრობებმა ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას მხარი მაისში დაუჭირეს.
მას შემდეგ კი, რაც ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არ ეთანხმება, რადგან ისინი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK). მოგვიანებით კი თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა.
მოგვიანებით კი, უკვე 10 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
პრეზიდენტმა პუტინმა კი ჯერ კიდეევ ივნისში თქვა, რომ ფინეთსა და შვედეთში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული გახდებოდა, სარკისებურად ემოქმედა.