დამძიმდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - მკურნალი ექიმი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი კლინიკა "ვივა მედში" ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. 

მედიის წარმომადგენლებს მისგან სურდათ პასუხი კითხვაზე დამძიმებულია თუ არა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომოარეობა. 

უცნობია თამარ დავარაშვილის პოზიცია - დაესწრება თუ არა ის სასამართლო პროცესს და უპასუხებს თუ არა მოსამართლის კითხვებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნა 2 დეკემბერს გასაჯაროვდა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.

ამ დასკვნის საფუძველზე ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ. სხდომა მომდევნო კვირაში ჩაინიშნება. გარდა ამისა, დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა ცენტრმა "ემპათიამაც", რომელიც ამბობს, რომ არაერთი დიაგნოზის გამო მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფნა შეუძლებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი