ექსპერტული შეფასებების დრო აღარ არის, შეიწყალეთ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი - ვაშაძე პრეზიდენტს

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ALDE-ს მიერ, შაბათს მიღებული რეზოლუცია შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ ევროპელებმა ეს დაინახონ:

"ჩვენ გვაქვს  ყველა შანსი მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი ამისთვის. რაც მთავარია, უნდა შეწყდეს თავდასხმა დასავლელ პარტნიორებზე და პირდაპირი მიმართვა პრეზიდენტს- როგორც პირველი ნაბიჯი- ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ამიტომ, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასებების დრო აღარ არის, არის იმის დრო, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან. შეწყალების მექანიზმი, ასე უყურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, გაქვთ იმისთვის, რომ განიმუხტოს ეს მძიმე ვითარება და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ. ასე, რომ ჯერი თქვენზეა ქალბატონო სალომე, შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული ევროკავშირში ინტეგრაციის გზისკენ." განაცხადა ვაშაძემ.

ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსმა, [ALDE] რომლის პოლიტიკური ჯგუფის წევრია "სტრატეგია აღმაშენებელი", შაბათს, 3 დეკემბერს რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, აეკრძალოს EU-ში შესვლა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, აღმოიფხვრას ივანიშვილის გავლენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ირაკლი კობახიძემ შეწყვიტოს EU-ს ინსტიტუტების შეურაცხყოფა.

იხილეთ:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი