"მღებრიშვილი სამხრეთ ოსეთში ღამურების კოლონის გამო გადავიდა" - ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი

გამოქვეყნდა:

"ხვიჩა მღებრიშვილის სამხრეთ ოსეთში გადასვლის მთავარი ინტერესი ღამურების კოლონა იყო, რომელიც არცევსა და ღრომში მდებარეობს", - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ 2012, 2014 და 2018 წლების მონაცემებით, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ღამურებს საქართველოში, ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე შიდა ქართლის რეგიონში იჭერდნენ. 

ხვიჩა მღებრიშვილი უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლებთან ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთში მისი გადასვლის მთავარი ინტერესი ღამურების კოლონა იყო, რომელიც არცევსა და ღრომში მდებარეობს. სამხრეთ ოსეთში მობინადრე ღამურები არავითარ ბუდეებს არ იშენებენ. ამასთან, გაძლიერებული ინტერესი სამხრეთოსური ღამურებისადმი, 2012 წლიდან მოყოლებული, გამოხატული აქვს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს, - ნათქვამია დე ფაქტო კომიტეტის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 12 დღის წინ, სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. ოჯახისთვის გუშინ შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ ის ცხინვალში გადაიყვანეს. ოფიციალური ინფორმაცია მღებრიშვილის ნათესავებმა არ იციან. მათ არც საოკუპაციო რეჟიმი და არც საქართველოს მთავრობა დაკავშირებია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი