ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. მან ისევ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი 2008 წლის ომის დროს "მიწაზე იყო გართხმული", ხოლო თავდაცვის მინისტრი ბრძოლის ველიდან გაიქცა. 

ღარიბაშვილის განცხადებით, "ომის პარტია" დღეს ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს "მგრძნობიარე საკითხებით".  მისივე მტკიცებით, უკრაინაში ომში სწორედ ოპოზიციას მიჰყავს საქართველოს მოქალაქეები.

"ვუყურებთ რა ბოლო დღეების განმავალობაში ატეხილ აჟიოტაჟს, ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე, ადამიანი გარდაიცვალა, ომში გარდაიცვალა და ამაზე ვიღაც ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ და რატომ ამას კარგად ავხსნი, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს სამწუხაროდ ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში,  მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მან კიდევ ერთხელ გაიხსენა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი და თქვა, რომ 2008 წლის ომის დროს "ომის პარტიამ" გმირი ჯარისკაცების ცხედრები ბრძოლის ველზე დატოვა. იხილეთ: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი