"მადლობა გმირებს!" - დღეს, 6 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიასთან აქცია ჩაინიშნა.
"ლელო ახალგაზრდებისთვის" ამბობს, რომ იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ გმირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ორგანიზატორები წერენ, რომ კანცელარიასთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან.
ცნობისთვის, საზოგადოების ნაწილი ითხოვდა, რომ 6 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადებულიყო, თუმცა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ბრძოლისას დაღუპული 5 ქართველის ოჯახს ორი დღის დაგვიანებით მიუსამძიმრა და შეახსენა, რომ დაკრძალვის, ჩამოსვენების ხარჯებს მთავრობა ფარავს.
ამ განცხადების შემდეგ გუშინ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა კანცელარიასთან საქართველოს დროშა გლოვის ნიშნად დაუშვეს.