კლუბ "ქალაქურისა" და "როიალის" მფლობელები ტურისტების თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყება ამბობს, რომ კლუბ ,,ქალაქურის“ და ,,როიალის“ მფლობელმა 5 თანამზრახველთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს და თაღლითურად უცხო ქვეყნის მოქალაქეების 9 340 ლარს დაეუფლნენ.

"ბრალდებულების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ე.წ. ,,პრომო გოგონები“ ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უკავშირდებოდნენ, ზემოაღნიშნულ კლუბებში ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ და სტუმრების მაგიდასთან სხდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. ბრალდებულები აღნიშნული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის იემენის, ეგვიპტის, ინდოეთის, სუდანის და ბელარუსის 6 მოქალაქის კუთვნილ 9 340 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ", - წერია განცხადებაში. 

სასამართლომ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორებს, მათ შორის ხსენებული კლუბების მეპატრონეს სასჯელის სახით 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კლუბების ორ მენეჯერს - 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის და ზიანის ანაზღაურების ფაქტის გათვალისწინებით, არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი