უკრაინული მხარე შეშფოთებულია და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით - განცხადება ამის შესახებ უკრაინის საელჩოში, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ისაუბრა:
"ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით". განაცხადა კასიანოვმა [პირველი არხი]
იხილეთ ასევე: