"რომ მოდიხარ და მეუბნები გენერატორი გაუგზავნე თუ არაო, კაბინეტში მაქვს გენერატორი?" - ასე პასუხობს ოცნებას "გამიჯნული" დეპუტატი და "ხალხის ძალის" წვერი, ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ უპასუხა საქართველომ უკრაინის თხოვნას, გენერატორების გაგზავნასთან დაკავშირებით.
"მოდი ნუ წვალობთ რა, ნურც TV პირველი და ნურც მთავარის ჟურნალისტები, ნუ წვალობთ და პირდაპირ გვითხარით, რატომ არ ერთვებით მეგობრებო ომში. აქ მაქვს გენერატორი? კაბინეტში მაქვს გენერატორი? რომ მოდიხარ და მეუბნები გენერატორს გაუგზავნი თუ არაო - კაბინეტში მაქვს გენერატორი? რატომ არ უგზავნი გენერატორსო მეუბნები და სადაა ეს გენერატორი, ვინ მოითხოვა არ ვიცი და მეუბნები რატომ არ უგზავნიო", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საგარეო საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას გენერატორების მიწოდება სთხოვა, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.