"ჩვენ ასე ვუყურებთ ამ თემას..." - ყაველაშვილი "საწყალ ბიჭებზე"

გამოქვეყნდა:

ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილი მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ ყაველაშვილი არ თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მებრძოლებს "საწყალი ბიჭების" წოდებით შეურაცხყოფა მიაყენა, შესაბამისად, ვერც ბოდიშის მოხდის საჭიროებას ხედავს.

"არ უნდა მოიხადოს ბოდიში, რასთან დაკავშირებით უნდა მოიხადოს ბოდიში. საწყალი უწოდა და ჩვენი შეფასებით გვირჩევნია, რომ ეს ბიჭები საღსალამათი და ჯანსაღი ბიჭები იყვნენ და საქართველოში ყოფილიყვნენ. ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ ასე ვუყურებთ ამ თემას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველების შესახებ გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა, თუმცა იქვე მათ  "საწყლები" უწოდა და აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში "ომის პარტიას" მიჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი