სასჯელის გადავადება, ან გათავისუფლება - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 9 დეკემბერს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, 9 დეკემბერს ჩაინიშნა. პროცესი საქალაქოში 13 საათზე დაიწყება.

სასამართლოზე ადვოკატების შუამდგომლობას განიხილავენ, რომლებიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, მოსამართლემ პენიტენციურს საქმის მასალების გადაცემა სთხოვა.

შუამდგომლობა სასამართლოში ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 1-ელ დეკემბერს შეიტანა. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი