ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ცოტა ხნის წინ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან/და სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. 

ადვოკატები და ცენტრი "ემპათიაც" ამბობს, რომ დასკვნაში ასახული დიაგნოზები გათავისუფლების საფუძველს იძლევა.

"მეორე მხარეს არ ექნება თითქმის არანაირი არგუმენტი, დამერწმუნეთ, თქვენ სასამართლო პროცესებს დაესწრებით და ნახავთ, ეს იქნება მართლაც ისტორიული და ეს საქმე დიდ ცვლილებას შეიტანს ქართულ მართლმსაჯულებაში და ზოგადად პატიმრების ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი