მიხეილ სააკაშვილის სასამართლო - ადვოკატების ინფორმაციით, მოსამართლე პენიტენციურს საქმის მასალებს სთხოვს, თუმცა პენიტენციური არ ჩქარობს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს ოფიციალურად მოსთხოვა მესამე პრეზიდენტის საქმის მასალების გადაგზავნა, თუმცა უწყებას ამ დრომდე არ უპასუხია მის მოთხოვნაზე.

ადვოკატების განმარტებით, პენიტენციური ვალდებულია, რომ მოსამართლის მოთხოვნისთანავე გაუგზავნოს დოკუმენტები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პენიტენციური სამსახური საქმის მასალების გადაცემამდე, სამხარაულის ბიუროს დასკვნას ელოდებოდეს.

"როგორც ჩვენთვის არის ამჟამად ცნობილი, მოსამართლის თანაშემწისაგან, მოსამართლემ მიმართა პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პირადი საქმის გადმოგზავნის თაობაზე. არ გამოვრიცხავთ იმ გარემოებას, რომ პენიტენციური სამსახური ელოდება სამხარაულის ბიუროს დასკვნას. მოთხოვნისთანავე პენიტენციური სამსახური ვალდებულია, რომ პირადი საქმე გადასცეს მოსამართლეს", - განაცხადა ადვოკატმა ილია ლომიამ.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების, ან მისგან გათავისუფლების შუამდგომლობით, მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასულ კვირას მიმართეს. საქმე მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი