"გიას პოლიტიკურ გემოვნებას არავითარი კავშირი არ აქვს თსუ-ში მის მოღვაწეობასთან" | ჯაბა სამუშია გია ბუღაძეზე

გამოქვეყნდა:

"ბატონი გიას პოლიტიკურ გემოვნებას არავითარი კავშირი არ აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მოღვაწეობასთან", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ბრალდებები, რომ გია ბუღაძე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა უნივერსიტეტიდან, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ ცუდი სურათის შექმნის მცდელობა.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზღურბლს რომ გადმოვა პროფესორი, მისი მოვალეობა არის რომ სტუდენტებს ასწავლოს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩემთვის, ამ შემთხვევაში როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის, არანაირი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია. უბრალოდ ეს არის გარკვეულად პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან ჩემს მიმართ სურვილი, რომ რაღაცა სიტუაციაში გამრიონ. უბრალოდ დროშია აცდენილი ეს ყველაფერი", - ამბობს ჯაბა სამუშია.

შეგახსენებთ, რომ გია ბუღაძეს თსუ-დან განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 5 დეკემბერს, გავრცელდა. თავად ბუღაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხად, რომ უნივერსიტეტმა მას კონტრაქტი არ გაუგრძელა, რადგან "კატეგორიულად არ არის ქოცი".

წარდგენილი ბრალდებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუშინვე განცხადებით უარყო. როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, უნივერსიტეტს გია ბუღაძე არ გაუთავისუფლებია, მან თვითონ თქვა ახალ კონტრაქტზე უარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი