შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა გადაწყვეტის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, ან სასიკვდილო განაჩენი - მელია

გამოქვეყნდა:

შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს ხელისუფლების დავალებით - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეკრების შემდეგ.

მელიას თქმით, პარტიის ყველა წევრი თანხმდება, რომ ახლა პრიორიტეტია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება:

"ჩვენთვის ახლაც, კვლავ რჩება მთავარ საზრუნავ საკითხად, რაც დღემდე გადაუჭრელია - მოხერხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ვფიქრობ, ბოლო დღეებში არაერთი კომენტარი მოვისმინეთ, რომ მკურნალობის რესურსი ამოწურულია და რაიმე სახის დადებითი დინამიკის შექმნაც კი შეუძლებელია, არათუ მისი შენარჩუნება. ამიტომ გამოსავალი კვლავაც რჩება მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად, საზღვარგარეთ გადაყვანა. შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს ხელისუფლების დავალებით. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ სასამართლო პროცესებისკენ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება არაობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას არ მისცემს, პარტია მზადაა რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეს.  

შეგახსენებთ, 9 დეკემბერსაა ჩანიშნული სასამართლო პროცესი საქალაქოში, სადაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე, ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი