ირაკლი ღარიბაშვილი ენმ-ს დაემუქრა. პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანაში "არეულობას ვერავინ მოაწყობს" და ყველას "ყველაფერი მიეზღვება"
"არ არის საინტერესო ისინი რას იტყვიან, საქართველოში, ვერავინ ვერაფერს ვერ არევს და ვერაფერს ვერ მოაწყობს. იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი.
ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, ამ ომის პარტიას და ამრევებს და ლუზერებს, არ შემოვატანინებთ არეულობას. ჩვენ გვინდა მშვიდობა როგორიც არის, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,..." ამბობს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, ენმ-მ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და "რადიკალური ქმედებებიც" არ გამორიცხა.