"არ მითქვამს არც ჩხუბი, ვთქვი ვაჟკაცობა არის ერთი ერთზე, ლაპარაკი, სიყვარული, ალბათ არ იცით...ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში..." - სალომე ზურაბიშვილმა მისივე სკანდალური განცხადება განმარტა და ტრადიციულად მედია ბულინგში დაადანაშაულა:
"დავიღალე რამოდენიმე ტელევიზიის ბულინგით. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემა არის. მცდელობა, რომ მე გამასაღოთ როგორც პრო მოძალადე, არის ძალიან სასაცილო" - განმარტა პრეზიდენტმა
"ქართული, კაცური გარჩევა არის ერთი-ერთზე" - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე პირველი კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა.