თვითონ დალიოს დარიშხანი ღარიბაშვილმა და დაელოდოს ღმერთის ნებას - მანჯგალაძე

გამოქვეყნდა:

"ადამიანი, რომელზეც ეჭვია, რომ მოწამლულია დარიშხანით, თურმე გადარჩება თუ არა, ეს არის ღმერთის ნება. თვითონ დალიოს ერთი დარიშხანი ღარიბაშვილმა და დაელოდოს ღმერთის ნებას რა მოხდება, თუ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება უნდა. მან [ღარიბაშვილმა] მითითება გასცა, რომ არანაირი სასამართლო არ იქნება, ეს არის ფარსი. რომ კანონით გათვალისწინებული შეღავათები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის არ გავრცელდება. ეს თქვა ერთი-ერთში ღარიბაშვიმა. ეს არის "ქართული ოცნების" ბინძური პროპაგანდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და იმეორებენ ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებულ ცნობილ შეთქმულებას, რომ თურმე, პრეზიდენტმა თავი მოიკლა."

- თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პრემიერი ღარიბაშვილის განცხადების პასუხად, რომლის თანახმადაც, ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე "ღმერთს მიაბარა"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი