"ის რუსეთს არასათანადო პირობებში ჰყავდა" | ბაიდენი NBA-ის გათავისუფლებულ კალათბურთელზე

გამოქვეყნდა:

"დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით", - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NBA-ს კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის გათავისუფლებას.

მისი თქმით, კალათბურთელი უსაფრთხოდაა და გზაშია. ბაიდენმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გრინერის დაბრუნების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გრინერს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მისივე თქმით, ის რუსეთს არასათანადო პირობებში ჰყავდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აშშ-ს კალათბურთელი ბრიტნი გრინერი, იარაღით მოვაჭრეში გაუცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი