შსს-ში ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იაკობ ბრეგვაძეს კითხავენ

გამოქვეყნდა:

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, გამოკითხვაზე იმყოფება საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. მას საგამოძიებო უწყებაში მისვლისას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

უკვე გამოიკითხა კიდევ ერთი მოწმე ლუკა ბეჟანიშვილი. მისი განცხადებით, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია და მხოლოდ სოციალური ქსელები შეუმოწმეს. ლუკა ბეჟნიშვილი ის პირია, ვინც ვახო ახვლედიანთან პირველმა დარეკა მცხეთაში მანქანების გასაგზავნად.

"ძალიან ბევრთან მქონდა იმ საღამოს კონტაქტი, მაგ თემაზე ფეისბუქზე არ მილაპარაკია. ვიცოდით, რომ 6 კაცი იყო და ამიტომ წავიდა [წამოსაყვანად] 3 ავტომობილი", — თქვა ლუკა ბეჟანიშვილმა.

ბეჟანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალის წარდგენას არ ელოდებიან, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაშველებაში მონაწილეობდა და პირველი ეპიზოდის შემდეგ ტერიტორია დატოვა. 

არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატები ხელახლა 5 ადამიანის გამოკითხვას ითხოვენ, მათ შორის არის ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და ვახო ახვლედიანი. ადვოკატების თქმით, გარკევულ შეკითხვებს პასუხი ამ დრომდე არ აქვს გაცემული და ჩვენებებში უზუსტობებია.

გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია წყალში დახრჩობით გახდა. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე მკვრივი- ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

აღნიშნული დასკვნა ოჯახის მიერ დაქირავებულმა სამედიცინო ექსპერტმა თითქმის ბოლომდე გაიზიარა. ალექსანდრე გეჯაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული.

შიანაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე 17 პირი დააკვა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი