
შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვა მიმდინარეობს. უწყებაში საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე დაახლოებით ერთი საათია იკითხება, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გამოკითხვიდან გამოსულმა საქმის კიდევ ერთმა მოწმემ, ლუკა ბეჟანიშვილმა აღნიშნა, რომ მასთან გამოძიებას კითხვები არ ჰქონია და მისი სოციალური ქსელები შეამოწმეს. ბეჟანიშვილმა მედიასთან დაადასტურა, რომ მას ვახტანგ ახვლედიანმა დაურეკა და უთხრა, რომ ნაცემი იყო და წაყევანა. მოწმე ამბობს, რომ მან იგივე უბნელ ტაქსის მძღოლს სთხოვა და ადგილზე 3 მანქანა იმიტომ წავიდა, რომ 6 კაცი წამოეყნავათ.
არ იყო სიტუაცია ისეთი, რომ ერთ 3 საათი იქ დამდგარიყვნენ და ეძებნათ, კიდევ რამე რომ მომხდარიყო ყველა შარში უნდა გახვეულიყო, როგორც შეძლეს, მანქანიდან ეძახდნენ და ვინც იპოვეს წამოიყვანეს, ვისთანაც ტელეფონით ჰქონდათ კომუნიკაცია. დაანრჩენებს ტელეფონი არ ჰქონიათ და ვერ მიაგნეს - თქვა ლუკა ბეჟანიშვილმა.
არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატები ხელახლა 5 ადამიანის გამოკითხვას ითხოვენ, მათ შორის არის ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და ვახო ახვლედიანი. ადვოკატების თქმით, გარკევულ შეკითხვებს პასუხი ამ დრომდე არ აქვს გაცემული და ჩვენებებში უზუსტობებია.
გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია წყალში დახრჩობით გახდა. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე მკვრივი- ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
აღნიშნული დასკვნა ოჯახის მიერ დაქირავებულმა სამედიცინო ექსპერტმა თითქმის ბოლომდე გაიზიარა. ალექსანდრე გეჯაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული.
შიანაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე 17 პირი დააკვა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.