ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი შესაძლოა მხოლოდ მიზეზი იყოს - მარნეულში გუშინ განვითარებულ მოვლენებს მესამე სექტორის წარმომადგენლები აფასებენ და დაინტერესებული პირების მხრიდან, პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობენ.
"რამდენად იდგება იქ ნარიმანოვის ძეგლი ეს საკითხი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, ის თუ ვინ არიან ამის მონაწილეები, ვნახეთ ქართული მარშის წევრები, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, რომ საქმე გვაქვს სხვა ქვე მიზნებთან რომელიც ამოძრავებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში" - ამბობს დემოკრატიული ინიციატივის წევრი, მარი კაპანაძე
მარნეულში გუშინ "ქართული მარშის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან ერთად, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვდნენ.
ძეგლის აღების ინიციატივით მეუფე გიორგი პირველად რამდენიმე თვის წინ გამოვიდა, რასაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. მალევე სუს-მა ეთნიკური შუღლის გაღვივების მუხლით გამოძიება დაიწყო, რასაც არაერთი ადგილობრივი აქტივისტის უწყებაში დაბარება და გამოკითხვების სერია მოჰყვა.
ვინ არის ნარიმან ნარიმანოვი?
ნარიმან ნარიმანოვი 1870 წელს, საქართველოში დაიბადა. დაბადების კონკრეტულ ადგილად, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დასახელებულია თბილისი და სოფელი ყიზილაჯლო. ნარიმანოვი საქართველოდან 1891 წელს წავიდა და საცხოვრებლად ჯერ - ბაქოში, ხოლო შემდეგ - მოსკოვში გადავიდა.
მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ მისი წარსული დიდწილად ბოლშევიკურ საქმიანობას უკავშირდება.
სხვადასხვა წყაროს ცნობით: