მე შემიძლია გითხრათ, რომ ის არის სხვა ადამიანი ფოტოზე და დღეს არის სხვა ადამიანი - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის "ვივა მედში" გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც 29 აგვისტოთი თარიღდება.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ ის არის სხვა ადამიანი ფოტოზე და დღეს არის სხვა ადამიანი. დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, პრაქტიკულად 15 კილოგრამამდე შეიძლება აკლია ამ ფოტოდან დღემდე და არის ძალიან სუსტად. ამ ფოტოებზე ჩანს, რომ შეუძლია მოძრაობა, ახლა ვერ მოძრაობს. აქვს ხელის ტრემორი, მარცხენა თვალის კუნთის ტერმორი. სხვა ადამიანია ამ ფოტოებზე და სხვა ადამიანია დღეს" - ამბობს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია "ფორმულამ" გავრცელა კლინიკა "ვივა მედში" გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რომელიც 29 აგვისტოთი თარიღდება. შაბათის ფორმულამ პირველად გავრცელბეული ინფორმაცია,რომ ფოტოები ერთი თვის წინ არის გადაღებული, მოგვიანებით შეასწორა და დამადასტურებელი ფაქტი, სურათების გადაღების თარიღი გამოაქვეყნა.
გავრცეებულ ფოტოებში მესამე პრეზდენტი ბევრად უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე ახლა. ბოლო 2 თვეში მისი მდგომარეობა დამძიმდა და მედიკოსების ინფორმაციით, სექტემბრის თვიდან დღემდე წონის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. მთელი საქართველო და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ახლა 14 დეკემბერს ელოდება, სწორედ ოთხშაბათს არის ჩანიშნული საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც წესით, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: