
ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, ირანისა და რუსეთის ურთიერთობები თავდაცვის საკითხებში სრულფასოვან პარტნიორობად ჩამოყალიბდა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთი ირანისგან უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას იღებს. გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი და ირანი სამხედრო დრონების ერთობლივ წარმოებასაც განიხილავენ.
რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა ბოლო დროს გამოიკვეთა, უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს ირანის დრონების გამოყენებაში თავდასხმებში.
რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის საკითხი, ბოლო პერიოდში მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა, რომ ისინი უკრაინის თავდასხმაში ირანულ დრონებს იყენებდნენ. ამის გამო ირანს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა, ასევე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ.
ირანი თავდაპირველად უარყოფდა, რომ მან რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გაუგზავნა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა და თქვა, რომ რუსეთს დრონები უკრაინაში შეჭრამდე მიაწოდა.
კირბიმ თქვა, რომ ირანისა და რუსეთის პარტნიორობა დრონების წარმოებაში საზიანო იქნება უკრაინისთვის, ირანის მეზობლებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
"რუსეთი ცდილობს ირანთან თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა იარაღის განვითარება და წვრთნა", - თქვა მან.
აშშ შიშობს, რომ რუსეთი აპირებს "ირანს მიაწოდოს მოწინავე სამხედრო კომპონენტები", მათ შორის ვერტმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
"ირანი რუსეთისთვის მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა. რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს, რომ თავს დაესხას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებს, მილიონობით უკრაინელს ართმევს ელექტროენერგიასა და სითბო. დღეს უკრაინაში ხალხი რეალურად იხოცება ირანის ქმედებების შედეგად", - თქვა კირბიმ.
იხილეთ ასევე: