რუსი სამხედროების რაციონი, რუბლები და ბერი რუსული პასპორტით - SBU-მ ხარკოვში ეკლესია-მონასტრები გაჩხრიკა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეპარქიაში, ხარკოვის რეგიონში, კონტრდაზვერვის ღონისძიებები ჩაატარა. 

როგორც SBU-ს პრესცენტრში აცხადებენ, აღმოჩენილია  რუსეთის მხარდამჭერი და პროკრემლისტური ლიტერატურა და დიდი რაოდენობით რუსული რუბლი.

„ერთ-ერთ ეკლესიაში რუსული საოკუპაციო ჯგუფების მშრალი რაციონიც კი ინახებოდა. მხილებულია ბერი, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა. ამჟამად უკრაინელი სამართალდამცავები იძიებენ მის შესაძლო მონაწილეობას აგრესორის სპეცსამსახურების სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობაში.“, - იტყობინება SBU.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ჩხრეკის შედეგად ამოღებული მასალები ექსპერტიზაზე გაგზავნეს. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოებამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესია-მონასტრებში კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ნოემბრის ბოლოდან დაიწყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პირველ რამდენიმე დღეში ჩხრეკა ჩატარდა 350-ზე მეტ ეკლესიაში და შემოწმდა 850 სასულიერო პირი . ეპარქიების ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

რუსულ ეკლესიას დაქვემდებარებულ ეკლესია-მონასტრებში უკრაინელი სამართალდამცველები პოულობენ რუსეთის მხარდამჭერ პროკლამაციებს, აკრძალულ სიმბოლიკებს, რუსულ პასპორტებსა და რუბლებს. 

დეკემბრის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ რუსეთთან კავშირში მყოფ სასულიერო პირებსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი