რუსეთმა ცოტა ხნის წინ მიიღო ან უახლოეს მომავალში ელოდება დრონების ახალ პარტიას ირანიდან - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW)  რეგულარულ ყოველდღიურ ანგარიშში აანალიზებს თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხრეთ უკრაინაში და წერს, რომ ირანული წარმოების დრონების გაცილებით დიდი რაოდენობის გამოყენება ხდება, ვიდრე წინა კვირებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 15 თავდასხმა შაჰედ-136 და შაჰედ-131 თვითმფრინავების გამოყენებით ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში და რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 10 მათგანი. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა უპილოტო თვითმფრინავმა სერიოზულად დააზარალა ოდესის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და აღდგენის სამუშაოებს ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდება.

გასულ კვირას ISW-მ დაწერა, რომ თითქმის სამკვირიანი პაუზის შემდეგ რუსეთმა უკრაინა ირანული  დრონებით დაბომბა 

რუსული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების ტემპის ზრდას მოჰყვა აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადება, რომ რუსეთი უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ირანს ირანული იარაღის სისტემების სანაცვლოდ - განსაკუთრებით კამიკაძე დრონების სანაცვლოდ.

სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ რუსული თვითმფრინავების თავდასხმების სიხშირის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა შეაგროვეს მეტი დრონი სამკვირიანი გამოუყენებლობის პერიოდში, ან რომ რუსეთმა ახლახან მიიღო ან ელოდება ირანიდან დრონების ახალ პარტიას უახლოეს მომავალში.

ამავე თემაზე:

რუსეთი უპრეცედენტო სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ირანს დრონების სანაცვლოდ | ISW-ის ანგარიში 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი