პოლიტსაბჭოს უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომ რაიმე პოზიცია დაიკავონ, ჩვენი მხრიდან ადგილი არ ექნება - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს დაწყებამდე  პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განცხადება გააკეთა  და თქვა, რომ აზრთა სხვადსხვაობის გამო, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ცხარე კამათი არ იქნება, რადგან ენმ-ს ახლა ერთობა სჭირდება. 

"დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რაიმე საკითხზე, განსხვავებულ პოზიციებზე კამათს, ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ რაიმე პოზიცია დაიკავონ ადგილი არ ექნება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, და სასამართლო პროცესი, ამიტომ გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში და მნიშვნელოვანია გამოცხადდეს შიდაპარტიული არჩევნების თარიღი, იმიტომ, რომ სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტია აქედან გამოვიდეს გაძლიერებული და სტაბილურად, ძლიერად გააგრძელოს მოქმედება და მოძრაობა",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

განცხადებაზე ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარია არჩევნები ჩატარდეს ისეთი ფორმით, რომ ყველანაირი მანიპულაციისგან იყოს დაცლილი. ხაბეიშვილის თქმით, "ნებისმიერი ფორმა, რომელიც იქნება მათ შორის ნიკასთავის მისაღები, მივიღოთ მონაწილეობა, ეს პროცესი უნდა დასრულდეს სწრაფად, რომ ენმ გაძლიერებული გამოვიდეს ამ პროცესიდან" 

შეგახსენებთმ რომ ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ კომენტარს მედიისთვის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთებს. რაც შეეხება მესამე კანდიდატს - გიორგი მუმლაძე, არსებული ინფორმაციით, სხდომას არ ესწრება, თუმცა შეხვედრაზე მისი მხარდამჭერები იქნებიან.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი