"ირონიულია რუსეთის მხრიდან ასეთი შეფასებები" - კელი დეგნანი

გამოქვეყნდა:

ირონიულია რომ რუსეთის მხრიდან ისმის ასეთი შეფასებები - ასე ეხმაურება აშშ-ს ელჩი საქართველოში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

კელი დეგნანი ამბობს რომ ქართული მხარე  ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატის აღდგენას ცდილობს, თუმცა დაბრკოლებები ისევ და ისევ რუსეთისგან მოდის

"ირონიულია, რომ რუსეთის მხრიდან ისმის ასეთი შეფასებები, როდესაც საუბარია ინციდენტების პრევენციის მექანიზმზე. საქართველოს მხარე ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ფორმატი აღდგეს ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა დაბრკოლება მოდის სწორედ რუსეთისგან - ამბობს დეგნანი.

კრემლი საქართველოს ბრალდებებს კიდევ ერთხელ უყენებს და პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. ლავროვის უწყება შეშფოთებულია "საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო".

მოსკოვმა საქართველოს გარდა პროვოკაციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც დაადანაშაულა.

განცხადება ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყებამ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული და დაჭრილი ზაზა გახელაძის საქმეზე გაავრცელა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი