"პარტიამ გამოავლინა უპრეცენდენტო ერთობის უნარი... ჩვენთვის მთავარია გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთნ საუბრობს.
"მე მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, რომლებიც არიან ამ წუთას და დღემდე იყვნენ სხვა პოზიციაზე, შეიცვალეს დამოკიდებულება რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მათ ეს ეტყობათ რიტორიკაში. მივესალმები კიდევაც, კარგი იქნებოდა, რომ ეს აქამდეც მოგვეხერხებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
[...]
ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანის თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მანამდე გაიმართება არაერთი სასამართლო პროცესი და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრები, მხარდამჭერები, შევიკრიბებით სასამართლოს ეზოში მაგრამ უმნიშვნელოვანესი თარიღი არის ბოლო თარიღი სასამართლო პროცესისა, - ამბობს მელია.
იხილეთ ასევე: