ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს

გამოქვეყნდა:

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს.

ქვეყნის სასამართლოს განცხადებით, მაჯედ რეზა რაჰნავარდი ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩვეს. მას ბრალად ედებოდა უშიშროების ძალების ორი წევრის დაჭრა და მკვლელობა.

საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა გასულ ხუთშაბათს მოხდა. მოჰსენ შეკარი სასამართლომ დამნაშავედ ცნო "ღმერთის მტრობაში".

მომხდარის შემდეგ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლელიმ თქვა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია "თვალი დახუჭოს ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ საზიზღარ ძალადობაზე".

პროტესტი ირანში, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი