ერთი თვეა მოვუწოდებ, გამოდით ოთახებიდან, პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არაა - ხაბეიშვილი მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ "ნიკა მელიამ გამოწვევებს რაც ჰქონდა პარტიას, ვერ უპასუხა". 

ხაბეიშვილმა თქვა, რომ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის გადაყენება სურდა, თუმცა ნახა, რომ ამას მხარდაჭერა არ ექნებოდა.

"ერთი თვეა უკვე მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან, ბატონო ნიკა, ბატონო ნუგზარ, წიკლაურს მივმართავ, მარტო კაბინეტიდან, ოთახიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. ამიტომ ვიკითხე რიტორიკულად, რომ ხაშურში ვარ და პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არ არის. 

ნიკას სურდა გენერალური მდივნის გადაყენება, ნახა, რომ არ ექნებოდა მხარდაჭერა, ცხადია, ეს საკითხი არც კი დამდგარა პოლიტსაბჭოზე. სხვადასხვა მდივნები არიან, რომლებიც უჭერენ მხარს ხაბეიშვილს ან ნიკა მელიას, მე ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, თანამდებობიდან ვინმეს გადაყენება არ გადაყენებაზე, მე არ მიმაჩნია ეს სერიოზულად. [...] თავმჯდომარე თავადაა და თუ ვინმეს ბუღალტერიასთან დაკავშირებით კითხვები უნდა ჰქონდეს, ეს თავად თავმჯდომარეა", - თქვა ხაბეიშვილმა. 

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი