გაგეცათ ბანკებისთვის 50 მლნ დოლარის გარანტია და ახლა ანაკლია აშენებული იქნებოდა - ხაზარაძის პასუხი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

"თუ 51%ში სახელმწიფოს 300 მილიონი დოლარის ბიუჯეტის თანხის ჩადება უნდა ანაკლიის მშენებლობაში, გაგეცათ ბანკებისთვის 50 მლნ დოლარის გარანტია და ახლა ანაკლია აშენებული იქნებოდა და ქვეყანას დიდი შემოსავალიც ექნებოდა ამ დროისთვის მიღებული - სადაა ლოგიკა?
1. გაეცით 50 მლ გარანტია საერთაშორისო ბანკებისთვის, აღადგინეთ შეწყვეტილი კონტრაქტი.
2. დააბრუნეთ გაძევებული საერთაშორისო ინვესტორები, შეწყვიტეთ საარბიტრაჟო დავა
3. მალევე განახლდება მშენებლობა
4. აშენებული პორტი ისევ სახელმწიფო საკუთრება ხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, 
ასე რომ…"

ლელო საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრემიერ ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი