რუსეთმა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა გადაისროლა - UNIAN

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედროები გადაისროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსი სამხედროების კოლონები სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად, ბრესტის ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან.

ომის მონიტორინგის ბელარუსული ჯგუფის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის საზღვარზე გადაისროლეს 4 მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მანქანა, რომელიც T-80-ის ტიპის ტანკებით არის დატვირთული, მათ ასევე გადააქვთ ნაღმტყორცნების ელემენტები, საკომუნიკაციო მანქანები და საინჟინრო აღჭურვილობა.

მონიტორინგის ჯგუფი ასევე წერს, რომ დღეს, 12 დეკემბერს, რუსების პირველი კოლონა უკვე გადაადგილდა ობუზ-ლენსოვსკის სავარჯიშო ბაზაზე.

ცნობისთვის, დღეს ომის კვლევის ინსტიტუტმა სადაზვერვო სამსახურმა ბელარუსელი ჯარისკაცების ომში ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. მათი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას, თუმცა თუ ეს მოხდება ისინი რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი