დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინელებმა FSB-ს ბაზა გაანადგურეს - ფედოროვი

გამოქვეყნდა:

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა შაბათ-კვირას, ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში რუსული FSB-ს ბაზა გაანადგურეს. ბაზა ოკუპანტებს ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმროს კომპლექსში ჰქონდათ მოწყობილი. 

ფედოროვის თქმით, ოკუპანტებს პანიკურად გადაჰყავთ ჯარები სხვა პუნქტებსა და დასახლებებში.

არსებული ინფორმაციით, FSB-ს ბაზაზე, უკრაინული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად, ათობით ოკუპანტი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა.

ფედოროვის თქმითვე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე დაარტყეს მტრის საგუშაგოს მელიტოპოლიდან 20 კმ-ში და გაანადგურეს მათი სარადარო სადგური.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი