ევროკავშირი აფრთხილებს ირანს, არ მიაწოდოს რუსეთს ბალისტიკური რაკეტები

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი აფრთხილებს ირანს, არ მიაწოდოს რუსეთს მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც, საბოლოოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ირანის მიერ მიწოდებულ იარაღს ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც საშინელ ნგრევასა და ადამიანების ტანჯვას იწვევს. 

"ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ირანის ნებისმიერი სახის სამხედრო მხარდაჭერას, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გზით. რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის ომისთვის უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს და გაეროს პრინციპებს" - ნათქვამია დოკუმენტში.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი