
ბელარუსში ჯარების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შემოწმების ფარგლებში, "ჯარებს მოუწევთ რაც შეიძლება მალე გადაადგილდნენ დანიშნულების ადგილებზე, განახორციელონ საინჟინრო აღჭურვილობა, უზრუნველყონ თავდაცვა და ასევე ააგონ გადასასვლელები მდინარეებზე ნემანსა და ბერეზინაზე".
უწყების ინფორმაციითვე, დაგეგმილია სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადაადგილება, რის გამოც გარკვეული გზებზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის დროებითი შეზღუდვები დაწესდება.
ცნობისთვის, გუშინ 12 დეკემბერს უკრაინული მედია UNIAN წერდა, რომ რუსეთმა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედროები გადაისროლა.
მათივე ცნობით, რუსი სამხედროების კოლონები სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად, ბრესტის ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.