რეგისტრაციის ვადა ამოიწურა - ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

გამოქვეყნდა:

ენმ-ს თავმჯდომარეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 18 საათზე ამოიწურა. დარეგისტრირებულია 4 კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს მომავალი წლის 28-29 იანვარს აირჩევენ, არჩევნები ბლოქჩეინ სისტემით ჩატარდება. 

ნიკა მელიას პოლიტსაბჭოს 39 წევრის რეკომენდაცია აქვს, ლევან ხაბეიშვილს და ნონა მამულაშვილს 3-3 წევრის, ხოლო გიორგი მუმლაძეს პოლიტსაბჭოს 5 წევრის რეკომენდაცია აქვს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი