ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი "დამალეს" - ფოტო

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის ეს დაჭრილი გული და სული დრამატული თეატრია. ოკუპანტებმა ის გადამალეს, რათა საკუთარი დანაშაული არ გაეხსენებინათ - წერს დროებით ოკუპირებული ქალაქის საკრებულო და რუსების მიერ განადგურებული თეატრის ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს, რომ ოკუპანტებმა საკუთარი დანაშაულის კვალის დასაფარად შენობას გიგანტური ზომის ბანერი შემოახვიეს.  

"მაგრამ ომის დანაშაულის დამალვა დეკორაციებით შეუძლებელია. შენობა დანგრეული რჩება. მარიუპოლის ბევრი მცხოვრები მის ნანგრევებში დაიღუპა.

დრამატული თეატრი მარიუპოლელების მიერ განცდილი საშინელებისა და ტკივილის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათობით ბავშვი" წერს საკრებულო.

შეგახსენებთ, ეს სწორედ ის შენობაა, სადაც მასიურ საჰაერო იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო წარეწერა „CHILDREN“, რაც მიანიშნებდა, რომ შენობაში ბავშვებიც იყვნენ, რუსებმა შენობა მაინც გაანადგურეს.

Amnesty International-მა და ეუთო-მ რუსი სამხედროების მხრიდან მარიუპოლის თეატრზე თავდასხმა ომის დანაშაულად შეაფასეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი