ეუთოს მისია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს იძიებს. 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის შესახებ მტკიცებულებები არსებობს.
მათ შორის, სიცოცხლის უფლების დარღვევა, სექსუალური ძალადობა, სიკვდილით დასჯები, იძულებით დეპორტაცია, ადამიანის ცოცხალ ფარად გამოყენების შემთხვევები, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველთა გაუჩინარება.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ჰუმანიტარულ კოლონებს, ამის მაგალითად ეუთოს 9 მარტს მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმა მოჰყავს.
ეუთოს დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ 16 მარტს რუსეთის თავდასხმა მარიუპოლის თეატრზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს, ომის დანაშაულია.
"რუსეთი ირწმუნება, რომ ეს აფეთქება აზოვის ბატალიონმა მოაწყო. ეუთოს მისიამ ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვა. ეს ინციდენტი, დიდი ალბათობით, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და ამის ბრძანების გამცემმა და შემსრულებელმა პირებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული",-წერია განცხადებაში.