"ნაძირალა, არაკაცი ხარ, სააკაშვილის მონა იყავი 9 წელი, მის სადღეგრძელოებს სვამდი" - წითლიძე ჯაფარიძეს

გამოქვეყნდა:

"სააკაშვილს წითელ ხალიჩას უგებდი, მესტიაში რომ ჩამოდიოდა მონა იყავი, მის სადღეგრძელოებს სვამდი" - სიტყვიერი დაპირისპირება  ენმ-ს დეპუტატ ანი წითლიძესა და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის.

წითლიძემ "ხალხის ძალის" დეპუტატს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, დღევანდელი განცხადების გამო, არაკაცი უწოდა

"ნაძირალა ხარ, არაკაცი..მონა იყავი სააკაშვილის 9 წელი. როგორი მონაც იყავი ისეთ მონად დარჩი, არაკაცი ნაძირალა ხარ.... არაკაცო როგორ ბედავ, რომ ხმა ამოიღო პრეზიდენტზე, როგორ ბედავ რუსების მონავ მართლა.. შენ არ უნდა ჩაგესვლებოდეს... ნაძირალავ სააკაშვილს წითელ ხალიჩას უგებდი, მესტიაში რომ ჩამოდიოდა მონა იყავი, მის სადღეგრძელოებს სვამდი" - მიმართა წითლიძემ ჯაფარიძეს.

შეგახსენებთ, რომ "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში" თქვა  POSTV-ის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე პარლამენტში,"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატ პაატა მანჯგალაძესთან კამათისას.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი