კალაძემ ევროპარლამენტარების არაადეკვატურ განცხადებებს ადეკვატური პასუხი გასცა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ კახი კალაძის განცხადება კანდიდატის სტატუსზე, იყო ევროპარლამენტარების არაადეკვატურ განცხადებებზე ადეკვატური პასუხი. კალაძემ თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთანაა დაკავშირებული სტატუსის მიღება "თავისთვის დაიტოვონ". მანვე თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი, არაფრისმომცემია.

"პოლიტიკური კუთხით ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვისმენთ ასეთ არაადეკვატური გზავნილებს კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადო, მკაფიო და ადეკვატური პასუხი და ეს პასუხი გასცა მათ სწორედ კახი კალაძემ", - თქვა კობახიძემ.

ის ამბობს, რომ ფინანსური და ეკონომიკური კუთხით კანდიდატის სტატუსი არ იძლევა კონკრეტულ შედეგებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი