მერი კალაძე ევროპარლამენტარების კრიტიკას "საოცარ განცხადებებს" უწოდებს და ამბობს, რომ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება "კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზეა" [მიხეილ სააკაშვილის საქმე] დამოკიდებული, მაშინ ევროპამ "თავისთვის დაიტოვოს არაფრისმომცემი სტატუსი".
"საოცარი განცხადებები ისმის. საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად მაშინ რა საჭიროა მისი შესრულება ხო? თუ ეს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს კი ყოველთვის გავაკეთებთ "- განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას" მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და რაც შეიძლება სწრაფად მისცენ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
ევროპელი დეპუტატები ღიად ამბობენ, რომ ქვეყანა დაშორდა დემოკრატიას და სახელმწიფო ოლიგარქ ივანიშვილს აქვს მიტაცებული.
გუშინდელ სხდომაზე, თითქმის ყველა გამომსვლელმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტისთვის სათანადო მკურნალობის უფლების შეზღუდვა და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა - თუ გააგრძელებენ სააკაშვილის წამებას, საქართველო ვერასდროს შევა ევროკავშირში - ასეთია გზავნილები ევროპარლამენტიდან.
იხილეთ ევროპარლამენტარების განცხადებები: