ბოლო წლების განმავლობაში საქართველო პირველად მოხვდა CPJ-ს ანგარიშში ჟურნალისტის დაპატიმრების შემთხვევით

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში მედიათავისუფლების უკუსვლაზე და "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზეცაა საუბარი.

"საქართველო, ქვეყანა, რომელიც ბოლო დრომდე ცნობილია თავისი დემოკრატიული პრაქტიკით, პირველად მოხვდა CPJ-ს აღწერის სიაში - ტელეჟურნალისტ ნიკა გვარამიას 2022 წლის მაისში სამწლინახევრიანი პატიმრობა შეუფარდეს", - წერს ორგანიზაცია.

CPJ წერს, რომ 2022 წელს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა რეკორდული იყო. მათი თქმით, "კონფლიქტითა და რეპრესიებით გამორჩეულ წელს", ავტორიტარულმა ლიდერებმა გააორმაგეს დამოუკიდებელი გაშუქების კრიმინალიზაცია, მზარდი სისასტიკე გამოიყენეს განსხვავებული ხმების ჩასახშობად და პრესის თავისუფლების შელახვის მიზნით.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი